Thursday, 27 May 2010

რუკა

http://maps.google.com/maps?f=q&source=s_q&hl=en&geocode=&q=Romi&sll=37.0625,-95.677068&sspn=33.572881,56.513672&ie=UTF8&hq=Romi&hnear=&ll=38.410558,-94.394531&spn=31.303725,56.513672&t=h&z=4

სურატები

ვიდეო

romis imperia

იულიუსი.იმპერია(სურათები)

რომის იმპერიის წარმოშობა

ომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას. წყარო wikipedia.

იულიუს კეისრის მოგვაწეობა

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).
სამხედრო ტრიბუნი
კეისრის ბიუსი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში

პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.

ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვდა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები

არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის “თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშის ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმისტები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძულენი.

მაგრამ “რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: “როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.

ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.

კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.